ღორის ხორცი შავი ქლიავით ღორის ხორცი შავი ქლიავით />


  10:37:04     16-02-2011

ღორის ხორცი შავი ქლიავით

a3615.jpg

მასალა: ხორცი – 500 გრამი, ხახვი – 3 ცალი, ხორბლის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი, შავი ქლიავი – 300 გრამი, წყალი – ერთი ჭიქა, ზეთი, ქინძი, მწვანილი, მარილი, პილპილი - გემოვნებით     

 

ღორის ხორცი დავჭრათ, მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ხორბლის ფქვილში და შევწვათ ზეთში. ნახევრად შემწვარ ხორცს დავასხათ ერთი ჭიქა წყალი, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში და 10-15 წუთი ვადუღოთ. ამის შემდეგ ჩავყაროთ გამხმარი შავი ქლიავი და ვხარშოთ მომზადებამდე. 

0

ავტორი: