ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს />


  14:54:45     08-05-2014

ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს

a29628.jpg

ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციათა პაკეტის  გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ, „ამერიკის ხმის“ რუსული ბიუროს ვებ-გვერდი იუწყება. 

მედია-საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ევროპული სახელმწიფოების მთავრობებმა მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას რუსეთისა და ყირიმის წამყვანი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციათა პაკეტის გაფართოების შესახებ. 

 დამატებითი სანქციები უკვე რამდენიმე დღეში შევა ძალაში. ამის შესახებ  ევროპელმა დიპლომატმა გააკეთა განცხადება. 

„ამერიკის ხმის“ რუსული ბიუროს თქმით, „როგორც ევროპელმა დიპლომატებმა განმარტეს, მიღწეული შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ მომავალ ორშაბათს, ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირის დროს, გაფართოვდება ე.წ. „სანქციათა შავი სია“. 

რაც იმას ნიშნავს, რომ გაფართოვდება იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომელთაც სანქციათა ეს ახალი პაკეტი უშუალოდ შეეხებათ. 

გუშინ პუტინმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოქმედ პრორუს სეპარატისტებს მოუწოდა, რომ ე.წ. რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ 11 მაისისთვის  დაგეგმილი რეფერენდუმი აღარ ჩაატარონ.  

მიუხედავად ამისა, ევროდიპლომატებმა რუსეთისა და ყირიმის წინააღმდეგ მიმართული სანქციათა პაკეტის გაფართოება საჭიროდ მიიჩნიეს. 

0

ავტორი: