11:36:13     08-05-2014
შსს: 29 წლის ახალგაზრდამ სიმამრი დაჭრა, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს

პოლიცია სიმამრის დაჭრის ბრალდებით 29 წლის მამაკაცს ეძებს. შემთხვევა, კახეთში, წნორში მოხდა.
1985 წელს დაბადებულმა პირმა, სიმამრი, 1975 წელს დაბადებული პირი ცივი იარაღით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა. დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ინცინდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივთა განცხადებით, ეჭვმიტანილი საკუთარ ცოლსაც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც გოგონა ქმარს არაერთხელ გაშორდა.
როგორც "პრესა.ჯი"-ს აღნიშნულ საქმეზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის l ნაწილით მიმდინარეობს. რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმპობს.
"ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს",- აცხადებენ შს სამინისტროში.
0