10:36:24     16-02-2011
ბადრიჯნის საცივი
მასალა: ბადრიჯანი – ერთი კილოგრამი, ნიგოზი – 2 ფინჯანი, ხახვი – 1-2 თავი, ზეთი – 100 გრამი, ვაშლის ძმარი – ნახევარი ჭიქა, ხმელი სუნელი – 2 ჩაის კოვზი, ყვითელი ყვავილი – 1 ჩაის კოვზი, მწვანილი (ოხრახუში, ქონდარი, ქინძი, კამა, ნიახური), მარილი, წითელი წიწაკა, ნიორი, ბროწეულის მარცვლები – გემოვნებით.
ბადრიჯანი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 40 წუთი, გავწუროთ და ზეთში შევწვათ. ხორცსაკეპში გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ ნიორი, ზაფრანა, პილპილი, ხმელი სუნელი, დაჭრილი მწვანილი, ზეთში მოხრაკული ხახვი, დავასხათ ადუღებული წყალი და ძმარი იმდენად, რომ არაჟნის სისქემდე მივიდეს. ჩავალაგოთ ბადრიჯანი მომზადებულ სოუსში და გავაჩეროთ 3-4 საათი. გავაფორმოთ ცოცხალი მწვანილით და ბროწეულის მარცვლებით.
0