01:50:26     08-05-2014
ბლინები შაშხით - კერძი, რომლის მომზადებაც მაისში იაფი დაგიჯდებათ
დილაობით თუ მოგბეზრდათ ჩვეული ბუტერბროდები, შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან გემრიელი ბლინები შაშხით, რაც თქვენს საუზმეს მრავალფეროვანს გახდის და კარგადაც დაგანაყრებთ.
ინგრედიენტები:
შაშხი
100 გ
მაწონი
300 მლ
კვერცხი
3
კარაქი
70 გ
ფქვილი
2 ჭიქა
გამაფხვიერებელი
2 ჩ.კ
ხახვი
1
სიმინდის კონსერვი
1 ქილა
ოხრახუში
1 კონა
მარილი
ზეთი
საჭირო ჭურჭელი:
ტაფა
2 დიდი თასი
სათქვეფი
დანა
საჭრელი დაფა
ცეცხლგამძლე ჯამი
კოვზი
ბრტყელი ჩოგანი
1. კარაქი მოათავსეთ პატარა ცეცხლგამძლე თასში, დადგით დაბალ ცეცხლზე,
გაადნეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება.
2. ხახვი დაჭერით წვრილად.
3. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით წვრილად
4. შაშხი დაჭერით პატარა ზომის ოთხკუთხედ ნაჭრებად.
5. დაჭრილი შაშხი, ხახვი და სიმინდის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში.
6. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
7. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი.
8. ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ მაწონი და გამდნარი კარაქი.
9. ცალკე თასზე გადმოიღეთ ფქვილი და შეურიეთ ფქვილის გამაფხვიერებელი.
10. ფქვილის მასა დაუმატეთ კვერცხსა და მაწონს. ცომს მანამ ურიეთ, სანამ არ მიიღებთ არაჟნის სისქის მასას. შეურიეთ დაჭრილი შაშხი და ბოსტნეული.
11. შერეული მასა კოვზის დახმარებით გადაიტანეთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.
გამომცხვარი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად.
0