პუტინის მორიგი "ტრიუმფალური" პროვოკაცია პუტინის მორიგი "ტრიუმფალური" პროვოკაცია /> "/> " />


  16:29:59     07-05-2014

პუტინის მორიგი "ტრიუმფალური" პროვოკაცია

a29609.jpg

„შპიგელი“ კომენტარს აკეთებს 9 მაისს, სევასტოპოლში, პუტინის შესაძლო ვიზიტის შესახებ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

„ხმები პუტინის ყირიმული ვიზიტის შესახებ: კრემლი მორიგ პროვოკაციას გეგმავს“, - ასე ეწოდება სტატიას და ასეთია გაზეთის შეფასებაც. 

როგორც „შპიგელის“ ჟურნალისტი, ბენიამინ ბიდერი წერს, მსგავსი „რუსული იარაღის ტრიუმფალური დემონსტრირება პუტინს ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო მომატებულ რეიტინგს მოუტანს ხოლო დასავლეთის მხრიდან, აღშფოთების ახალ ტალღას“.   

თუ რუსული მედიის მიერ, პუტინის სევასტოპოლში შესაძლო ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება მისი კიდევ ერთი „გამოსვლა“, „რუსული მიწების შემკრების როლში“ - ნათქვამია სტატიაში. 

იქვე, ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ამას დიდი უარყოფითი შედეგიც ექნება.  „დასავლეთში, როგორც აშშ-ში ასევე ევროპაში, რუსეთის იმიჯს კატასტროფული ზიანი მიადგება, რადგან კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ოფიციალური მოსკოვი სულაც არ არის უკრაინის კრიზისის სწრაფი მოგვარებით დაინტერესებული. ასე მიიჩნევენ ბრიუსელში“, - წერს  ბენიამინ ბიდერი. 

0

ავტორი: