უკრაინის კრიზისის მოგვარების 5 პუნქტიანი გეგმა შტაინმაიერისგან უკრაინის კრიზისის მოგვარების 5 პუნქტიანი გეგმა შტაინმაიერისგან />


  16:35:20     06-05-2014

უკრაინის კრიზისის მოგვარების 5 პუნქტიანი გეგმა შტაინმაიერისგან

a29590.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის კრიზისის მოგვარების 5 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. მის იდეას ორი მთავარი „ღერძი“ აქვს: 

უნდა გაძლიერდეს ეუთოს, როგორც შუამავლის, ფუნქცია და როლი; სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ჟენევის ოთხმხრივი - ევროკავშირი, ამერიკა, რუსეთი და უკრაინა - მოლაპარაკებების მეორე რაუნდი.

თავისი მოსაზრებების შესახებ შტაინმაიერმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.

ძალიან მოკლედ, ევროპელი დიპლომატის აზრით, უკრაინის კრიზისის მოგვარებისათვის აუცილებელია გადაიდგას შემდეგი 5 ნაბიჯი:

სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ჟენევის ოთხმხრივი - ევროკავშირი, ამერიკა, რუსეთი და უკრაინა - მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. შტაინმაიერის თქმით,  „ეს იქნებოდა ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ შეხვედრის ოთხივე მხარე სცნობს ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებებს და სურთ მათი რეალიზაცია“, - მიაჩნია შტაინმაიერს.

უკრაინის კრიზისის მოგვარების პერსპექტივის თვალსაზრისით, შტაინმაიერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 25 მაისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც, „რომელნიც დემოკრატიული გზით დააკანონებენ უკრაინის ახალი ხელისუფლების უფლებამოსილებას და ამით, დიდად შეუწყობენ ხელს, ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების სტაბილიზირებას“. 

მესამე და ასევე მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯად, გერმანიის პირველი დიპლომატი ეუთოს როლის გაზრდას მიიჩნევს.

უკრაინის კრიზისის მოგვარების საქმეში, შტაინმაიერის აზრით, ასევე მეტად მნიშვნელოვანია, დაიწყოს ფართომასშტაბიანი დისკუსია უკრაინის ყველა რეგიონის და საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო მონაწილეობით.

და ბოლოს, დიპლომატის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, „არასახელმწიფო დაჯგუფებების განიარაღებისათვის და სახელმწიფო შენობების გათავისუფლებისათვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას.“

0

ავტორი: