ვინ დააკავა შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით? ვინ დააკავა შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით? />


  14:46:43     06-05-2014

ვინ დააკავა შსს-მ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით?

a29585.jpg

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიორგი ღ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა გიორგი ღ-ს პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

0

ავტორი: