ოდესაში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ფორმირება დაიწყო ოდესაში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ფორმირება დაიწყო />


  15:43:57     05-05-2014

ოდესაში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ფორმირება დაიწყო

a29563.jpg

ოდესაში ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ფორმირება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ, ინტერნეტ-გამოცემა „ვზგლიად.რუ“ და „რია ნოვოსტი“ ავრცელებენ.

 უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეიქმნება არმიის სპეციალური დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ოდესის ოლქში მართლწესრიგის და სიმშვიდის შენარჩუნებაზე. 

მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს განცხადება რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვლადიმერ ნემიროვსკიმ გააკეთა.   

„ვაყალიბებთ არმიის საგანგებო დანაყოფს 400 კაცის ოდენობით. მათი ამოცანა იქნება, რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში, სწრაფად აღადგინონ ოლქში კანონიერება და სიმშვიდე. 

ხელფასი არ იქნება მაღალი, მაგრამ ამის კომპენსირება, საქველმოქმედო ფონდ „პატრიოტი“-ს რესურსებიდან გაღებული სახელფასო დანამატებით მოხდება“, - ციტირებს ნემიროვსკის „რია ნოვოსტი“. 

ბატალიონის ფორმირება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ხელმძღვანელს დაევალა, მაგრამ თვითონ საჯარისო დანაყოფი უშუალოდ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იქნება. 

0

ავტორი: