საინტერესო რჩევები კარგი ცომეულის მოსამზადებლად საინტერესო რჩევები კარგი ცომეულის მოსამზადებლად />


  05:27:52     05-05-2014

საინტერესო რჩევები კარგი ცომეულის მოსამზადებლად

a29551.jpg

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, რომ თქვენი მომზადებული ცომეული საუკეთესო გამოვიდეს.

1. ყოველთვის დაამატეთ ტკბილეულის ცომში კარტოფილის სახამებელი - ფუნთუშები, ნამცხვრები და ტორტები რბილი და ფუმფულა იქნება მეორე დღესაც კი.

2. ბლინის, პურის, ოლადების, ღვეზელების ცომს დაამატეთ ცოტაოდენი მანანის ბურღული. გამომცხვარი პროდუქტი დიდხანს არ გამოშრება და ფუმფულა დარჩება. ეს წესი არ ეხება პელმენების, ფენოვან, მოხარშულ და ფხვიერ ცომს.

3. ცომში რძესთან ერთად ცოტაოდენი გაზიანი წყალი დაამატეთ. გამოცხობის შემდეგ, შედეგად სუპერ-ფუმფულა პროდუქტს მიიღებთ.

4. საფუვრიან ცომში 30-35 გრადუსზე შემთბარი სითხე დაამატეთ. უფრო დაბალ ან მაღალ ტემპერატურაზე საფუარის სოკოები სათანადოდ ვერ აქტიურდება.

5. საფუვრიან ცომს არ დაამატოთ კარაქი გამდნარი სახით, ეს ცომის სტრუქტურას აუარესებს.  უმჯობესია თუ ოთახის ტემპერატურაზე ძალიან დარბილებულს შეაზელთ.

6. რაც უფრო მეტია ცომში ცხიმი და ნაკლები სითხე, მით ფხვიერი გამოდის გამომცხვარი ნაწარმი.

7. ცომში ჩამატების წინ ქიშმიშები ფქვილში ამოავლეთ - უფრო თანაბრად გადანაწილდება.

8. ღვეზელებს და ფუნთუშებს მადისაღმძვრელი ქერქი რომ გაუკეთდეს, გამოცხობის წინ თავზე გადაუსვით კვერცხის გული, რძე, შაქრიანი წყალი ან ჩაის ნაყენი 0

ავტორი: