მწვადი - მარტივი და გენიალური მწვადი - მარტივი და გენიალური />


  06:53:25     03-05-2014

მწვადი - მარტივი და გენიალური

a29508.jpg

კარგად მომზადებული მწვადი უბრალო კერძი არ გახლავთ. მისი მომზადებაც მთელი რიტუალია. კავკასიაში მოგზაურობისას ალექსანდრე დიუმამ ერთი რეცეპტი ჩაიწერა, რომელიც მას ძალიან მოეწონა.

"... იღებენ ცხვრის ხორცს, საუკეთესოა ფილეს ნაწილი, ჭრიან კაკლის ზომის თანაბარ ნაჭრებად და 15 წუთით დებენ მარინადში, რომელიც ძმრისგან, ხახვისგან, მარილისა და პილპილისგან შედგება. ამასობაში ნაკვერჩხალს ამზადებენ, რომელზეც ხორცი უნდა შეიწვას. ხორცს შამფურებზე ჩამოაცვამენ ხახვის რგოლებთან ერთად."

მწვადისთვის გამოიყენება ბატკნის, ღორის ან ხბოს ხორცი. საქონლის ხორცი სამწვადედ მხოლოდ სხვა არჩევანის არარსებობისას გამოიყენეთ. მართალია, მისი გაგემრიელება შეიძლება სხვადასხვა მარინადის ხარჯზე, მაგრამ გურმანებისთვის საყვარელ კერძად ვერ იქცევა.
სუფთა ჰაერზე, ღია ცეცხლზე მომზადებული მწვადი სულ სხვაა, ვიდრე ტაფაზე ან ელექტროსამწვადეში მომზადებული. ეს ჩვენს გენებში უძველესი დროიდან დევს და ქვეცნობიერადაა დაკავშირებული ჩვენი შორეული წინაპრების მიერ ნანადირევის ცეცხლზე შეწვის რიტუალთან.

ნაკვერჩხლისთვის უმჯობესია ფოთლოვანი ხის გამოყენება. წიწვოვანი ხის ნაკვერჩალი მწვადს დამახასიათებელ, არასასურველ არომატს აძლევს. ნესტიანი ამინდის შემთხვევაში, ნუ ეცდებით სამწვადე ცეცხლის დანთებას ბენზინის ან სხვა მსგავსი ნივთიერების დახმარებით, თორემ ხორცს ბენზომზიდის მძღოლის ქურთუკის არომატი დაჰყვება.
შამფურზე წამოგებისას, ხორცი ნაჭრებს მარინადის ნარჩენები მოაცილეთ. შეწვით უკვე განელებულ ნაკვერჩხალზე. პროფესიონალები მზაობას თვალით ატყობენ, მაგრამ თუ ახალბედა "მემწვადე" ხართ, შეგიძლიათ ხორცის ნაჭერი დანით ჩასეროთ და ისე შეამოწმოთ მზადაა თუ არა. მწვადი რომ არ გამოშრეს, შეგიძლიათ გახვრეტილსახურავიანი პლასტიკის ბოთლიდან ძმარნარევი წყალი ან მშრალი ღვინო მიასხუროთ ხოლმე.
0

ავტორი: