შოკოლადის ტორტი ქოქოსიანი კრემით შოკოლადის ტორტი ქოქოსიანი კრემით />


  06:40:16     03-05-2014

შოკოლადის ტორტი ქოქოსიანი კრემით

a29497.jpg

ინგრედიენტები: ცომი: ფქვილი 2 ჭიქა შაქარი 1.5 ჭ კვერცხი 2 სოდა 1 ჩ.კ კაკაო 5 ს.კ რძე 1 ჭიქა ზეთი 1/3 ჭიქა ვანილი მდუღარე წყალი 1 ჭიქა კრემი შესქელებული რძე 1 ქილა კვერცხის გული 2 კარაქი 2 ს.კ ქოქოსის ფანტელი 100 გ
მოამზადეთ 26 სმ დიამეტრის ფორმა. ჩაუფინეთ საცხობი ქაღალდი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 
ერთმანეთს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, სოდა, კაკაო, ვანილი.  ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი. შემდეგ შეურიეთ რძე, ბოლოს კი მშრალი ინგრედიენტები. სულ ბოლოს დაამატეთ მდუღარე წყალი და სწრაფად აურიეთ. მიიღებთ თხელ ცომს.
ცომი ჩაასხით  ფორმაში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთი. გავაციოთ და გაჭერით შუაზე.

მოამზადეთ კრემი: ყველა საჭირო ინგრედიენტი ქვაბში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ 5 წუთით. ძალიან არ გაასქელოთ. 
გაციების შემდეგ კრემი წაუსვით ნამცხვარს და მორთეთ სურვილისამებრ.

0

ავტორი: