17:23:06     02-05-2014
უკრაინა შესაძლოა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს
უკრაინა შესაძლოა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს. ინფორმაციას ამის შესახებ, „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო ავრცელებს.
როგორც მედია-საშუალება იტყობინება, დღეს, ვარშავაში, ევროკავშირის, რუსეთის და უკრაინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრაზე, რუსეთის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებისა და ერთიანი საფასო პოლიტიკის შემუშავების საკითები განიხილებოდა.
საქმე ისაა, რომ რუსეთი, ივნისიდან უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება თუ ოფიციალური კიევი უკვე მაისში, წინასწარ არ გადაიხდის ივნისის თვეში მისაწოდებელი აირის საფასურს. სწორედ ამის გამო გახდა საჭირო სასწრაფო სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
„ეს არ იყო ბოლო შეხვედრა ამ თვეში. მაისში ჩვენ კიდევ ორ შეხვერას ვგეგმავთ: შუა თვეში და თვის ბოლოსკენ“, - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ბრუნო ეტინგერმა.
„ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიუროს ინფორმაციით, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს, რუსეთმა ბოლოს და ბოლოს განსაზღვროს ერთიანი ფასი უკრაინისათვის მისაწოდებელ ბუნებრივ აირზე, რათა ის აღარ იყოს ასე სწრაფად ცვალებადი.
მაგალითად, აპრილის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინას გაზი უკვე ორჯერ გაუძვირა.
0