00:44:09     01-05-2014
სოკოს წვნიანი ბრინჯითა და სტაფილოთი
ინგრედიენტები:
კარტოფილი
1
ხახვი
1
სტაფილო
1
სოკო
250 გ
კამა
1 კონა
ოხრახუში
1 კონა
ზეითუნის ზეთი
მრგვალი ბრინჯი
1 ყავის ჭიქა
ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და დავუმატოთ ნახევარწრეებად დაჭრილი სტაფილო.
1-2 წუთში ბოსტნეულს დავუმატოთ დაჭრილი სოკო, დავასხათ 1,5 ლ წყალი, დავახუროთ სახურავი და დავდგათ ცეცხლზე.
30 წუთის შემდეგ დავუმატოთ მარილი, პილპილი და ბრინჯი.
5 წუთის დუღილის შემდეგ დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი და დაბალ ცეცლხზე თავდახურული ვხარშოთ, სანამ არ მომზადდება.
ბოლოს წვნიანს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
წვნიანი შეგვიძლია მოვამზადოთ ნებისიმიერი სოკოთი. თუ ქამას გამოვიყენებთ, ხარშვა შედარებით ნაკლები დაჭირდება.
0