00:40:56     01-05-2014
ხაჭოს ზღაპრული ღვეზელები

ინგრედიენტები:
მარგარინი
200 გ
ფქვილი
3 ჭიქა
სოდა
1/2 ჩ.კ
კეფირი
1 ჭიქა
გულსართი
ხაჭო
500 გ
შაქარი
1/2-1 ჭიქა
ვანილი
კვერცხი
1
მარგარინი დანით დავკეპოთ. ფქვილს სოდა შევურიოთ და დავამატოთ
მარგარინს. ავურიოთ. მიღებულ ფქვიერ მასას დავამატოთ კეფირი. ფრთხილად
გადავურიოთ, ზედმეტი ზელვის გარეშე, გავყოთ სამად და შევინახოთ მაცივარში 1
საათი
ხაჭო ავთქვიფოთ შაქართან და ვანილთან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ ცილისგან ბეზე და შევურიოთ ხაჭოს.
ცომი
გავაბრტყელოთ 3 მმ-ის სისქეზე ოთხკუთხედად, გადავუსვათ ხაჭო და
გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ ირიბად, დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე,
გადავუსვათ კვერცხის გული და 30-35 წუთი ვაცხოთ 180 გრადუსზე