არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით, ერაყის მოქალაქე დააკავეს არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით, ერაყის მოქალაქე დააკავეს />


  16:37:40     29-04-2014

არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით, ერაყის მოქალაქე დააკავეს

a29430.jpg

თბილისში, ზანდულის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ 15 წლამდე  ბიჭის გაუპატიურების ფაქტზე შს სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას აკეთებს. 

როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბიჭის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი 1993 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქეა. ის  სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით უკვე დააკავეს.

შს სამინისტროში აცხადებენ: “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“- აღნიშავენ უწყებაში.

ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ „პრესა.ჯი“-მ შუადღისას შეიტყო.  ზანდულელის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ  დღეს დილით, დაახლოებით 8:00 საათზე თითქმის შიშველი, მოზარდი, რომელსაც პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული შველას ითხოვდა. 

მოზარდმა ზანდუკელის ქუჩის მაცხოვრებლებს უამბო, რომ უცხოელები მის გაუპატიურებას ცდილობდნენ.

 თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოძალადეები სამნი იყვნენ. 

ცნობილია, რომ მზარდი  "გლდანის მიუსაფარ მოზარდა თავშესაფარში" ცხოვრობს.

 

0

ავტორი: