11:47:29     28-04-2014
რა გახდა ზუგდიდში 19 წლის წვევამდელის გარდაცვალების მიზეზი?
აბაშის მკვიდრი, 19 წლის წვევამდელი თემურ ჩოჩია ზუგდიდში განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოში გარდაიცვალა.
შემთხვევა 27 აპრილს, მაშინ მოხდა, როცა გარდაცვლილი სხვა ჯარისკაცებთან ერთად მოსასვენებელ ოთახში ტელევიზორს უყურებდა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ჩოჩია ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაახლოებით 16:00 საათზე შეიყვანეს, თუმცა, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილი წუხელვე გადაასვენეს ქუთაისის ლევან სამხარაულის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში, სადაც გარდაცვალების ზუსტ მიზეზს დაადგენენ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს შს სამინისტროც. როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, გამოძიება უკვე დაწყებულია.
„საქმე 115-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“,- აცხადებენ შს სამსახურში.
0