ნინო იოსელიანმა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იმოგზაურა ნინო იოსელიანმა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იმოგზაურა />


  04:59:37     26-04-2014

ნინო იოსელიანმა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იმოგზაურა

a29362.jpg

ცნობილი ესპანელი ბატალისტი მხატვარი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ცხოვრებას საკუთარ ნახატებში ასახავს. ავგუსტო ფერერ-დელმაუმ ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თითქმის ერთი კვირა გაატარა და 25 ჩანახატიც გააკეთა. მასთან ერთად იმყოფებოდა ესპანელი მწერალი და გამომცემელი ლუკას მოლინა, რომელიც ავღანეთში მოგზაურობისა და ქართველი ჯარისკაცების შესახებ წიგნის დაწერას აპირებს.
ცნობილ ესპანელებს მეგზურობა ნინო იოსელიანმა გაუწია, რომელიც ამ პროექტის კურატორი და ხელმძღვანელია. ისინი ერთად იყვნენ ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნეკზე, ასევე ყანდაჰარსა და ქაბულში.
0

ავტორი: