რატომ მოკლა სამტრედიაში მამამ შვილი - მკვლელობის დეტალები რატომ მოკლა სამტრედიაში მამამ შვილი - მკვლელობის დეტალები />


  17:22:16     25-04-2014

რატომ მოკლა სამტრედიაში მამამ შვილი - მკვლელობის დეტალები

a29356.jpg

„პრესა.ჯი“-სთვის სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში გუშინ მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ გახდა ცნობილი.

ადგილობრივთა თქმით, შუახნის ომარ ბუცხრიკიძემ საკუთარი შვილი პაატა ბუცხრიკიძე ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ინცინდენტი გუშინ, დაახლოებით 23:30 წუთზე მოხდა.

სამტრედიაში მომხდარი ფაქტი „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში დაუდატურეს. უწყების ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

„მომხდარ ფაქტს ვადასტურებთ. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - უთხრეს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ადგილობრივთა თქმით, დაკავებული მკვლელობის მომენტში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

„პრესა.ჯი“ სოფელ ეწერის რწმუნებულს, დავით ქორიძესაც ესაუბრა.

„პრესა.ჯი“: როდის მოხდა აღნიშნული ფაქტი და მკვლელობის მოტივად რა სახელდება?

დავით ქორიძე: გუშინ დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე, მეზობელმა გაიგო მომხდარი მკვლელობის შესახებ. შემთხვევამდე მამა-შვილს შორის ადგილი ჰქონია შელაპარაკებას.

როგორც ამბობენ, წაკინკლავების შემდეგ, ორივე მათგანი დამშვიდდა. როგორც ეჭვმიტანილისა და მოკლულის მეზობელი ამბობს, საღამოს, როცა სამსახურიდან მობრუნდა, დაახლოებით 23:30 საათზე, მას ეჭვმიტანილმა დაუძახა.

უთქვამს ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და მიშველეთო. სახლში შესულ მეზობელს კი, ახალგაზრა მამაკაცი მკვდარი დახვდა, მას პულსი არ ესინჯებოდა და იყო ცივი. ამის შემდეგ არის დარეკილი 112-ში.

- აღიარა თუ არა, ჩადენილი დანაშაული შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა?

- დაზუსტებით ვერ გეტყვით, მგონი აღიარა. მეზობლების თქმით, პაატა ბუცხრიკიძე მამამ, ომარ ბუცხრიკიძემ დანით მოკლა...

0

ავტორი: