ეს საწებელი ძალიან უხდება შემწვარ ხორცეულს, იქნება ეს ღორის,საქონლისა თუ ქათმის . ძალიან გემრიელი გამოდის ალუბლითაც.
ინგრედიენტები:
წითელი მოცხარი, გარჩეული
500 გ
თესლიანი ქინძი
1 კონა
ქონდარი
3-4 ტოტი
მწარე წითელი წიწაკა, თესლების გარეშე
1 ცალი, პატარა
მარილი
ნიორი
3-4 კბილი
მწვანილები გავარჩიოთ,მოვაცილოთ ფოთლები ღეროდან. ნიორთან და
წიწაკასთან ერთად დავნაყოთ, ბლენდერში დავაქუცმაცოთ ან სულაც ხელით დავჭრათ
ძალიან წვრილად. აუცილებლად შევურიოთ ქინძის მწვანე თესლებიც. მოცხარი
დავჭყლიტოთ ( კარტოფილის საჭყლეტით ან ხელით) და წამოვადუღოთ რამდენიმე
წუთით. შევურიოთ მწვანილიანი მასა,დავამატოთ მარილი. უფრო ერთგვაროვანი
კონსისტენციისთვის შეგვიძლია დავაბლენდეროთ. გაცივებული საწებელი შევინახოთ მაცივარში. მწვანილის
და ნიორ-წიწაკის რაოდენობა აბსოლუტურად დამოკიდებულია ჩვენს გემოვნებაზე
და შეგვიძლია შევცვალოთ რაოდენობა. თუ მთლიანი წიწაკა არ გვაქვს, მსხვილად
დაფქული გამოიყენეთ.
0