ავღანეთში საქართველოდან არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნება ავღანეთში საქართველოდან არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნება />


  16:22:38     14-02-2011

ავღანეთში საქართველოდან არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნება

a3583.jpg

ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში  საქართველოდან დამატებით არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნება.

საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რათა პარლამენტმა თანხმობა განაცხადოს, რომ ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, საფრანგეთის კონტიგენტის შემადგენლობაში, დამატებით არტილერიის ინსტრუქტორთა ჯგუფი გაიგზავნოს. პრეზიდენტის ეს მიმართვა, დღეს ბიუროს წევრებს დავით ბაქრაძემ გააცნო.

 

ავღანეთში ინსტრუქტორების გაგზავნის თაობაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უახლოეს თვეებში,  ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნის.  

 

პარლამენტის თანხმობით, ავღანეთში ჩვენი წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, საფრანგეთის კონტიგენტის დაქვემდებარებაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ ქვეითი ასეული, აშშ–ს კონტიგენტში – ერთ ქვეითი ბატალიონი და თურქეთის კონტიგენტში – ორი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

 

პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვას დეპუტატები ეთანხმებიან. განსხვავებული პოზიცია არც ერთ დეპუტატს არ დაუფიქსირებია.

0

ავტორი: