არომატული ფარშირებული პური არომატული ფარშირებული პური />


  02:13:49     23-04-2014

არომატული ფარშირებული პური

a29281.jpg

ინგრედიენტები: პური 1 მთლიანი ყველი 300 გ კარაქი 50-60 გ ნივრის კბილი 1-2 მწვანე ხახვი 2-3 ღერი მარილი და პილპილი
ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი, დაუჭრელი პური გამოდგება, სასურველია 1-2 დღის წინანდელი. პური ისე ჩავჭრათ კუბიკებად, რომ ძირი მთლიანი დარჩეს. 
ყველი შევარჩიოთ რბილი, ნაკლებად მარილიანი, ადვილად რომ დნებოდეს.

ყველი გაცხეხოთ ან დავჭრათ. ნიორი წვრილად დავჭყლიტოთ და შევურიოთ კარაქს. კარაქის ნაცვლად ზეითუნის ზეთიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ნივრიანი კარაქი ან ზეთი პურს წავუსვათ გარედანაც და ჩაჭრილ ადგილებშიც. შემდეგ ჭრილებში ჩავალაგოთ ყველი. მოვაყაროთ მწვანე ხახვი, ცოტა პილპილი და თუ ყველი მთლად უმარილოა, მარილიც გემოვნებით. 

პური შევახვიოთ ფოლგაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ. როცა ყველი ჩადნება, ფოლგა გადავხადოთ რომ ზემოდან მოიბრაწოს.

უგემრიელესია როგორც დამოუკიდებლად, ისე წვნიანებთან მისატანებლად 0

ავტორი: