02:08:15     23-04-2014
უგემრიელესი ტორტი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები:
შოკოლადის თაფლაკვერი
600 გ
არაჟანი
600 გ
ბანანი
2
ნიგოზი
შაქრის პუდრი
100 გ
შოკოლადი მოსართავად
თაფლაკვერები (იგივე "პრიანიკები") გავჭრათ სიბრტყეზე ორად, ბანანები
რგოლებად, ნიგოზი წვრილად. შაქარი და არაჯანი ერთმანეტს შევურიოთ.
შესაბამისი
ზომის თასს ამოვაფინოთ კულინარიული ცელოფანი. ძირში გავანაწილოთ ცოტა
არაჟნის კრემი, ჩავდოთ თაფლაკვერის ფენა, კვლავ მოვასხათ არაჟანი, დავადოთ
ბანანის ნაჭრები და ცოტა ნიგოზიც მოვაყაროთ. იგივენაირად გავიმეოროთ მეორე
ფენა .
შევდოთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.
შემდეგ გადმოვაბრუნოთ თეფშზე, მოვაცილოთ ცელოფანი და ზემოდან მოვრთოთ გახეხილი ან გამდნარი შოკოლადით.
0