ალ პაჩინო ანრი მატისს ითამაშებს ალ პაჩინო ანრი მატისს ითამაშებს />


  16:15:30     14-02-2011

ალ პაჩინო ანრი მატისს ითამაშებს

a3582.jpg

ალ პაჩინო მთავარ როლს ითამაშებს ფილმში „Masterpiece,“ რომელიც ფრანგი მხატვრის, ანრი მატისის ცხოვრებას ეძღვნება. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. ფილმის რეჟისორი ინდური წარმოშობის რეჟისორი, დიპა მეჰტაა.

 

კინოსურათი მოგვითხრობს მატისის  პირადი ცხოვრების ერთ მონაკვეთზე, კერძოდ, მისი ურთიერთობის შესახებ მონიკ ბუჟუასთან, რომელიც მხატვრისათვის პოზირებდა. მატისმა ბურჟუა 1942 წელს გაიცნო. მხატვარმა სთხოვა, რომ მისი მენატურე გამხდარიყო და მონიკაც დათანხმდა.

 

ფილმის გადაღებების დაწყების თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის. პროექტი ჯერ კიდევ კასტინგის პროცესში იმყოფება. ალ პაჩინოს გარდა, სხვა მსახიობების გვარები, ვინც ფილმში მონაწილეობას მიიღებს, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.  

 

ანრი მატისი, ერთერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია საფრანგეთის პოსტიმპრესიონისტებში. მისი როლის შესრულებაზე, როგორც ამბობენ, ალ პაჩინო დიდი სიამოვნებით დათანხმდა.

0

ავტორი: