16:14:55     14-02-2011
უკრაინა ინდოეთს შეაიარაღებს
უკრაინა და ინდოეთი სამხედრო ტექნიკის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ, უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან. საერთაშორისო გამოფენაზე „ინდოეთი2011“, ინდურმა სამხედრო ორგანიზაციებმა უკრაინულ ორგანიზაციებს და ხელისუფლებას თანამშრომლობა შესთავაზეს. გარდა ერთობლივი მუშაობისა, ინდოელებმა უკრაინელებთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესაძლებლობებიც განიხილეს.
მოლაპარაკებების შედეგად, ხელმოწერილ იქნა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ინდოელები „ბმპ–2“–ის მოდერნიზაციისათვის ძრავებს მიიღებენ. როგორც უკრაინის თავდაცვითი კომპლექსის წარმომადგენლი იუწყება, მოლაპარაკებების დროს, ასევე განხილულ იქნა ინდური სამხედრო ძალებისათვის რადიოსალოკაციო სისტემის, ვერტმფრენების გადაცემა, ასევე ვერტმფრენებისა და თვითმფრინავებისათვის აგრეგატების, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების და სხვათა მიყიდვა.
ამას გარდა, ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ უკრაინა დაეხმარება ინდოეთს მი–25–35 ვერტმფრენების მორიგის პარტიის შეკეთებაში. ასევე სარემონტო ბლოკის პროექტის რეალიზებაში, რომელიც „მიგ–21“– ს მოემსახურება.
0