14:32:32     14-02-2011
სუპ–ხარჩო
მასალა: ღორის ხორცი – 0,5 კგ, სტაფილო – 1 ცალი, ხახვი – 1 ცალი, ტომატ პასტა – 2 სუფრის კოვზი, ბრინჯი – სამი სუფრის კოვზი, მარილი, პილპილი, აჯიკა, სუნელები და მწვანილი – გემოვნებით
ტაფა დავდგათ ძლიერ ცეცხლზე და დავასხათ ზეთი. მოვათავსოთ ღორის ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ორივე მხრიდან შევწვათ შეოქროსფერებამდე. კუბიკებად დავჭრათ ხახვი და სტაფილო. ქვაბით დავდგათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ ხორცი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ვიდრე ხორცი იხარშება, მოვხრაკოთ სტაფილო და ხახვი ტაფაზე, ზეთში. დავამატოთ ტომატ–პასტა და გავაგრძელოთ შუშვა. გადმოვდგათ ქვაბი და ცოტა ხორცის ბულიონი დავამატოთ ხახვს და სტაფილოს ტაფაშივე და ავადუღოთ. ბულიონში ჩავყაროთ მარილი. წინასწარ წვრილად დავჭრათ მწვანილი. ხორცი მზად რომ იქნება, ამოვიღოთ ბულიონიდან და მოვხარშოთ ბრინჯი. ჩავუმატოთ სტაფილოს, ხახვის და ტომატ–პასტას ნარევი, ხორცი, აჯიკა, ბოლოს კი მწვანილი. 0