ნატომ რუსეთის საპასუხო ღონისძიებათა პაკეტი მიიღო: ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე ნატომ რუსეთის საპასუხო ღონისძიებათა პაკეტი მიიღო: ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე />


  16:52:31     16-04-2014

ნატომ რუსეთის საპასუხო ღონისძიებათა პაკეტი მიიღო: ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე

a29165.jpg

ნატოს საბჭოს სხდომა დასრულდა. შეხვედრა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე იმართებოდა. სხდომის შედეგად,  სააგენტო „ნიუსრუს“-ს ინფორმაციით, ნატომ რუსეთის მოქმედებების საპასუხო ღონისძიებათა პაკეტი მიიღო: ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. მათი მიზანია გააძლიერონ ალიანსის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მიერ მათ წინააღმდეგ რაიმე აგრესია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა:„ალიანსის წევრი ქვეყნები გადადგამენ ნაბიჯებს ჩვენი საომარი მზადყოფნის გამყარებისათვის, ბრძოლისუნარიანობის, მომზადების და მანევრირების დონის ამაღლებისთვის. ალიანსის თავდაცვის გეგმები გადაიხედება და უფრო გაძლიერდება“-იტყობინება „ნიუსრუ“. 

„როიტერსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ნატოს საბჭოს სხდომაზე მიღებული ღონისძიებათა პაკეტი მოიცავს საპასუხო ქმედებებს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე: „ახლა, იქნება მეტი თვითმფრინავები ჰაერში, მეტი ხომალდები ზღვებში და მეტი მზადყოფნა ხმელეთზე“.

რასმუსენის თქმით, თვითმფრინავები მეტ გაფრენებს განახორციელებენ ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში; ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდები გავლენ ბალტიის ზღვაში და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით.  გარდა ამისა, ხმელეთზე განთავსდება ნატოს წევრი ქვეყნების დამატებითი ძალები.

ნატოს გენმდივნის თქმით, ამ გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების განხორციელება სასწრაფოდ დაიწყება.

 „თუ საჭირო გახდა, დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ უახლოეს კვირებსა და თვეებში. დღეს შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტი ეხება თავდაცვის, შეკავებისა და დეესკალაციის მიზნებს“, - ციტირებს იტარ-ტასი რასმუსენის განცხადებას.

შეხვედრაზე არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს ბაზის განთავსების შესახებ. თუმცა, საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ამაზე საუბარი იყო. რასმუსენის თქმით, თუ საჭირო გახდა, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა, მიღებულ იქნეს მომავალში.

ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენენ, რადგან რასმუსენის თქმით, „კონფლიქტის მოგვარება პოლიტიკური, არაძალისმიერი გზებითაც მოხერხდება“. 

0

ავტორი: