როგორ შევაჩეროთ პუტინი? როგორ შევაჩეროთ პუტინი? />


  17:23:24     15-04-2014

როგორ შევაჩეროთ პუტინი?

a29131.jpg

„როგორ შევაჩეროთ პუტინი და როგორ დავსაჯოთ იგი საერთაშორისო სამართლის ნორმების ასეთი უპატივცემულობისათვის?“, - ეს კითხვები, უკრაინაში მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების ვარიანტებთან ერთად, დასავლური მედიის უმთავრეს თემადაა ქცეული. მედია საშუალებები აჭრელებულია სხვადასხვაგვარი მოსაზრებებით ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით, „პუტინის მზაკვრული ტაქტიკა უკრაინაში“. გამოცემის აზრით, უკრაინაზე შეტევის მეორე ფაზაში პუტინი მოქმედების უფრო მზაკვრულ ტაქტიკაზე გადავიდა:

„მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, პუტინს სურს შეამოწმოს, შეძლებს თუ არა, უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნას ყირიმის მიტაცებისაგან განსხვავებული, უფრო მზაკვრული ტაქტიკით, რომელმაც შესაძლოა, დასავლეთი ჩიხში მოაქციოს“, - წერს გამოცემა და ამის მტკიცებულებად, „პრორუსული ბოევიკების და ნიღბიანი უცნობების მიერ შენობათა დაკავებას“ მიიჩნევს.

„ფაინენშელ თაიმსის“ ავტორთა აზრით, პუტინს სურს უკრაინა ავტონომიურ რეგიონებად დაშალოს და სწორედ ამით შეაჩეროს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში.

გამოცემა მოუწოდებს უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას, რომ მოსკოვის პროვოკაციებზე არ წამოეგოს და ყველაფერი სწორედ კრემლის სურვილების საწინააღმდეგოდ გააკეთოს.

ხოლო ამისათვის კი, ოფიციალური კიევი მაქსიმალურად ტოლერანტული უნდა იყოს აღმოსავლეთ რეგიონების რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ, რადგან ძალისმიერი მეთოდები სწორედ პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს.

ამავე სტატიაში, გამოცემა მიიჩნევს, რომ დროა ევროკავშირმა შიდა წინააღმდეგობები დასძლიოს და დაიწყოს ზრუნვა იმაზე, რომ რუსეთი თავისი ქმედებების გამო საკადრისად დაისაჯოს. დასავლეთის საპასუხო ნაბიჯებისთვის ყველაზე უფრო სწორ გადაწყვეტილებად კი, სტატიაში, ეკონომიკური სანქციები სახელდება.

„გახსოვდეთ, რომ რუსეთის აქილევსის ქუსლი ეკონომიკაა. დროა, ევროპის ლიდერებმა გადაწყვიტონ და დასაჯონ პუტინი თუნდაც ამით, ევროკავშირის ეკონომიკა დაზარალდეს“, - ნათქვამია „ფაინენშელ თაიმსში“.

ამავე თემაზე ქვეყნდება სტატია „ლოს ანჟელეს თაიმსშიც“. „შევაჩეროთ პუტინი“, - ასე ეწოდება სტატიასაც და ასეთივეა მედია-საშუალების რჩევაც დასავლელი მაღალჩინოსნების მიმართ.

„ევროპა და ამერიკა საიმიჯო დანაკლისს არ განიცდიან თუ მოლაპარაკებებით დაარწმუნებენ, რომ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან და შეაჩეროს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობები.

თუმცა, დასავლელი ლიდერები მზად უნდა იყვნენ იმისათვისაც, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის მიმართ მუქარას, მაშინ, აუცილებლად შემოღებულ უნდა იქნეს სანქციები არამარტო კონკრეტული რუსი მაღარლჩინოსნების მიმართ, არამედ რუსეთის ეკონომიკის მთელი დარგების წინააღმდეგაც“, - ნათქვამია „ლოს ანჟელეს თაიმსის“ სტატიაში. 

0

ავტორი: