აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები - ძმები როსიაშვილები მოკლეს აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები - ძმები როსიაშვილები მოკლეს />


  15:48:34     14-04-2014

აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეები - ძმები როსიაშვილები მოკლეს

a29107.jpg

აზერბაიჯანში, ვაგიფა ეივაზოვას ქუჩაზე საქართველოს ორ მოქალაქეს ყელი გამოჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცხედრები ერთ-ერთ კერძო სახლში იპოვეს.

ცნობილია, რომ მოკლულები ძმები არიან. პოლიციის რაიონულ სამმართველოში სააგენტოს შეატყობინეს მოკლულთა სახელი და გვარები. ისინი ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან: 1956 წელს დაბადებული იასი ისაგოვიჩ როსიაშვილი და1960 წელს დაბადებული ესარიან ისაგოვიჩ როსიაშვილი. 

მკვლელობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

0

ავტორი: