ბროწეულის წვენში დამარინადებული მწვადი ბროწეულის წვენში დამარინადებული მწვადი />


  00:39:11     14-04-2014

ბროწეულის წვენში დამარინადებული მწვადი

a29067.jpg

ამ რეცეპტით მომზადებული მწვადი გამოდის უნაზესი, წვნიანი და გემრიელი. აუცილებლად მრავალჯერ გაიმეორებთ :)

ინგრედიენტები: ღორის სამწვადე 2 კგ ხახვი 4-5 თავი ბროწეულის ნატურალური წვენი 600-700 მლ ზეთი 2 ს.კ მარილი და პილპილი ხმელი სუნელი ქინძის მარცვლები
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი რგოლებად. ავურიოთ ერთმანეთში და მოვაყაროთ ხმელი სუნელი, მსუბუქად დანაყილი ქინძის თესლი, შავი პილპილი და მარილი. დავასხათ ბროწეულის წვენი, 2 კოვზი ზეთი  და ავურიოთ. ხორცს დავადოთ ამობრუნებული თეფში და რაიმე სიმძიმე, რათა მთლიანად დაფაროს წვენმა.

იდეალურ ვარიანტში, სასურველია ხორცი 2 დღე იყიოს მარინადში, მაცივარში. მაგრამ 1 დღე-ღამე მინიმუმია.

ხორცი ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. დავურთოთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა
0

ავტორი: