06:10:17     11-04-2014
უგემრიელესი ტორტი "კარმელიტა" ბევრი ნიგვზით, არაჟნის კრემით და ქლიავის ჩირით
ინგრედიენტები:
ნიგოზი
1 ჭიქა
შავი ქლიავის ჩირი
450 გ
კვერცხი
3
შაქარი
250 გ
ფქვილი
170 გ
სოდა ძმრით
1 ჩ.კ
კაკაო
2 ს.კ
არაჟანი
450 გ
ჟელატინი
1 ს.კ
შოკოლადი
100 გ
გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული. გული 150 გ შაქართან ერთად
ავთქვიფოთ. ცილისგან ბეზე გავაკეთოთ და გულებს შევურიოთ. დავამატოთ სოდა
ძმრით, კაკაო და ფქვილი. ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40 წუთი.
გაგრილებული ბისკვიტი გავშრათ შუაზე და დავნამოთ სიროპით (1/2 ჭ წყალი+1 ჩ.კ შაქარი)
მოვამზადოთ
კრემი: ნახევარ ჭიქა წყალში ჩავალბოთ ჟელატინი, შემდეგ ზედმეტი წყალი
გადავწუროთ, ჟელატინი გავადნოთ დაბალ ცეცხლზე, არ უნდა ადუღდეს!
არაჟანი და დარჩენილი შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ თბილი ჟელატინი.
ნიგოზი წვრილად დავჭრათ. შავი ქლიავი დავალბოთ და დავჭრათ. შევურიოთ კრემში.
გვერდებმოსახსნელ ფორმაში ავაწყოთ ტორტი, ბისკვიტს დავასხატ კრემი, ზემოდან და მოვასხათ გამდნარი შოკოლადი
0