17:53:59     09-04-2014
პაატა ზაქარეიშვილი: „რუსეთი არ შეცვლილა, შევიცვალეთ ჩვენ“
„პრესა.ჯი“-ს კითხვაზე, შეიცვალა თუ არა, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მოვიდა და პრიორიტეტად ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის დალაგება დაისახა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ „რუსეთი არ შეცვლილა, შევიცვალეთ ჩვენ“.
პაატა ზაქარეიშვილი: „არა რუსეთი არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, შევიცვალეთ ჩვენ. შესაბამისად, ჩვენ რუსეთს არ ვაძლევთ საშუალებას განახორციელოს ის პოლიტიკა, რასაც ახორციელებდა ავანტურისტული ხელისუფლების - სააკაშვილის დროს.
რუსეთი არ შეცვლილა, შეციცვალეთ ჩვენ. ეს არის ყველაზე დიდი წარმატება, რომ ჩვენ რუსეთს არ ვაძლევთ იმის საშუალებას, რისი იმედიც ჰქონდა და რის გამოც ახორციელებდა აგრესიას სააკაშვილის დროს.
- ამბობთ რომ გაცილებით კეთილმეზობლური გახდა ქართულ-რუსული ურთიერთობები?
- ჩვენი მხრიდან გახდა უფრო კონსტრუქციული, ნაკლებად ემოციური და უფრო მეტად პრაგმატული.
- მათი მხრიდან თუ ჩანს ეს ნაბიჯი, არიან თუ არა, ოკუპანტებიი კონსტრუქციულები თავის ქმედებებში?
- რა თქმა უნდა, ისინი ჩაერთნენ იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. გაიხსნა რუსული ბაზრები, ამის არ დანახვა არ შეიძლება. ქართული ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყიდება რუსეთში და შესაბამისად, ამოისუნთქა საქართველოს გლეხობის დიდმა ნაწილმა.
ციტრუსები იყიდება აჭარიდან რუსეთში. ასე რომ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა რუსეთი ძალიან შორს არის კეთილმეზობლური დამოკიდებულებისგან. რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და არ აღსდგება ეს ურთიერთობა მანამ, სანამ მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
- ასოცირების ხელშეკურულებაზე ხელმოწერამდე, ელოდებით თუ რა, რაიმე სახის პროვოკაციას რუსეთის მხრიდან. აშშ-ს-ს დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო...
- ჩემი სამსახური და მე თვითონ, არ ვფლობთ ოპერატიულ ინფორმაციას და ჩვენი ამოცანა არ არის ამ ტიპის სამუშაოების წარმოება. ჩემი ხედვით, როგორ შეიძლება რუსეთმა განახორციელოს აგრესია, თუ ჩვენ ამაში არ ჩავერთვებით. თუ ჩვენ არ შევუწყვეთ ამაში ხელი?
ანუ, ჩვენმა გონიერმა პოლიტიკამ უნდა მოსპოს ნებისმიერი საფრთხეები, რაც მოსალოდნელია. თუმცა, ეს ინფორმაცია გასათვალისწინებელია და საჭიროა ვიყოთ ფხიზლად.
-შესაძლებელია თუ არა განმეორდეს 2008 წლის რუსული აგრესია?
- გამორიცხულია...
0