მწვადი უზბეკურად მწვადი უზბეკურად />


  10:44:56     12-02-2011

მწვადი უზბეკურად

a3557.jpg

მასალა: ცხვრის ხორცი, მინერალური წყალი, ხახვი, ძმარი, ნიორი, მწვანილი

 

ცხვრის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ერთმანეთისგან გავაცალკევოთ ქონი და ხორცი. მოვათავსოთ დიდ ქვაბში და დავფაროთ მინერალური წყლით, 1-2 საათის განმავლობაში. ავაგოთ შამფურებზე შემდეგნაირად: ხორცის სამი ნაჭერი და მათ შორის 2 ნაჭერი ქონი. შემწვარ ხორცს მოვაყაროთ ხახვი. უზბეკები ამ ყველაფერს ხშირად ძმარსაც ასხამენ (ძმარს ხსნიან წყალში, გემოვნების მიხედვით, ამატებენ რამდენიმე კბილ ნიორს, ცოტა ხახვს და მწვანილს (ოხრახუშს).

0

ავტორი: