უსუფაშვილი: "ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს" უსუფაშვილი: "ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს" /> "/> " />


  11:17:32     08-04-2014

უსუფაშვილი: "ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს"

a28967.jpg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს.

"ნატო-ს გარეშე საქართველო შესაძლოა მსოფლიო რუკიდან ისევ გაქრეს და ეს შეიძლება, მალე მოხდეს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. 

"2008 წლის აპრილში, ნატო-ს სამიტზე წევრი ქვეყნები მივიდნენ კონსესუსამდე, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება, თუმცა არც მექანიზმებზე, არც ინსტრუმენტებსა და თარიღზე არ უსაუბრიათ. 

მჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიისა. დღეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. გვესმის, რომ თუ საქართველო ნატოსკენ ნაბიჯს გადადგამს, ეს რუსეთის მხრიდან მორიგ აგრესიას გამოიწვევს. ჩვენ ვრისკავთ, სწორედ ამიტომ, გვჭირდება პასუხი, რას მოვიმოქმედებთ, თუ საქართველო რუსეთის მორიგი სამიზნე გახდება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

"მე ვხედავ მზაობას თქვენი მხრიდან. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში მეტი ენთუზიაზმით დავბრუნდები, რომ გამოსავალი მოიძებნება, საქართველო დაუახლოვდება ევროპას, გახდება ნატო-ს წევრი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება რუსეთიც. სწორედ ესაა პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  0

ავტორი: