რუსეთის დუმაში აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ძალის შეყვანაზე ალაპარაკდნენ რუსეთის დუმაში აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ძალის შეყვანაზე ალაპარაკდნენ />


  09:13:10     08-04-2014

რუსეთის დუმაში აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ძალის შეყვანაზე ალაპარაკდნენ

a28959.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმაში უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ძალის შეყვანას არ გამორიცხავენ. განცხადება ამის შესახებ პარტია „ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს წევრმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა გააკეთა.

„დონეცკში შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა სამხედრო ძალით დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას, „სახალხო საბჭოს" თხოვნა დააკმაყოფილოს და იქ სამშვიდობო კონტიგენტი შეიყვანოს",_ განაცხადა ნიკონოვმა.

მისივე თქმით, თუ კიევის ხელისუფლება იქ ჯარს შეიყვანს ეს მდგომარეობას კიდვე უფრო გაართულებს.

„თუ კიევის მთავრობა ჯარს ან სპეცდანაყოფებს შეიყვანს ეს კიდევ უფრო მეტ აფეთქებას და რუსეთის ჩარევის ალბათობას გაზრდის. ყოველ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტისათვის ფედერაციის საბჭოს მიერ მიცემული უფლება სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ არავის გაუუქმებია",_ აცხადებს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი სამხედრო ძალას არ გამოიყენებს იქ თუ სისხლისღვრა არ გაჩაღდა.

დეპუტატი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვმა უკვე დაასახელა პირობები, რომელთა მიხედვითაც უკრაინაში არსებული ხელისუფლების ფედერალიზაცია უნდა მოხდეს, რომელთა შორისაც მოწინავე ადგილებზეა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება უკრაინის ფედერალიზაციასთან დაკავშირებით და რუსული ენისათვის ოფიციალურის სტატუსის მინიჭება.

„მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ამას უარყოფს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ შესაძლებლობები პოლიტიკური დარეგულირებისათვის ჯერ კიდევ არსებობს",_ აცხადებს ნიკონოვი.

0

ავტორი: