ღარიბი იტალიელის სამზარეულოში მილიონობით ევროს ღირებულების ტილო აღმოაჩინეს ღარიბი იტალიელის სამზარეულოში მილიონობით ევროს ღირებულების ტილო აღმოაჩინეს />


  17:40:37     03-04-2014

ღარიბი იტალიელის სამზარეულოში მილიონობით ევროს ღირებულების ტილო აღმოაჩინეს

a28903.jpg

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, ცნობილი პოსტ იმპრესიონისტების ნახატები აღმოაჩინეს ერთ-ერთი ღარიბი იტალიელის სამზარეულოში. 

პოლ გოგენისა და პიერ ბონნარის ცნობილი ტილოები თითქმის 40 წლის წინ დაიკარგა - ისინი 1970 წელს, ერთ-ერთი ლონდონელი კოლექციონერის კერძო კოლექციიდან მოიპარეს და ჯერაც გაურკვეველი მიზეზების გამო, იტალიაში, მატარებელში მიატოვეს. 

მოგვიანებით, 1975 წელს, „ფიატის“ ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ ტილოები დაკარგული ნივთების აუქციონზე თითქმის სიმბოლურ ფასად იყიდა. თანამედროვე კურსით, იღბლიელმა იტალიელმა ორივე ტილოში სულ რაღაც 23 ევრო გადაიხადა და შენაძენი თავისი სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდა. 

მას შემდეგ წლები გავიდა. ტილოების ახალი მფლობელი პენსიაზე გავიდა, მშობლიურ სიციალიაზე დაბრუნდა და ნახატებიც თან წაიღო. იღბლიანმა მუშამ მთელი ამ წლების განმავლობაში არაფერი იცოდა. პირველად, ეჭვი მაშინ  აიღო როდესაც მისმა ვაჟმა წიგნში გოგენის სხვა ნამუშევარი ნახა და აღმოაჩინა, რომ ტილოს ბევრი საერთო ჰქონდა მამამისის სამზარეულოში ჩამოკიდებულ ნახატთან. 

იღბლიანმა იტალიელმა ექსპერტებს მიაკითხა. ასე შეიტყო ამ ისტორიის შესახებ პოლიციამ. 

„ხილი მაგიდაზე ანუ ნატურმორტი ძაღლით“ პოლ გოგენმა 1889 წელს დახატა. ექსპერტთა აზრით, დღეისათვის, შედევრის ფასი 10-30 მლნ. ევრომდეა. მეორე ნახატის, „ქალი ორი სავარძლით“, ავტორი ბონარია და მისი ფასი 600 000 ევრომდეა.  

1970 წელს, The New York Times-სი იტყობინებოდა, რომ ტილოები ლონდონში, რიჯენს-პარკის გვერდით მდებარე სახლიდან მოიპარეს. მძარცველებმა მოსამსახურეს თავი სიგნალიზაციის შემკეთებელ მუშებად გააცნეს და სახლში შევიდნენ. 

იქ, უიღბლო მნეს ჩაით გამასპინძლება სთხოვეს და როდესაც ქალი დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ოთახში აღარც მუშები იყვნენ და აღარც, დიდი მხატვრების ორი შედევრი. 

0

ავტორი: