01:55:50     03-04-2014
ალუბლიანი ნამცხვარი "ქოხი"
ინგრედიენტები:
კარაქი ან მარგარინი
200 გ
არაჟანი
200 გ
ფქვილი
3 ჭიქა
სოდა
1/2 ჩ.კ
შიგთავსი:
დაჭრილი ნიგოზი
3/4 ჭიქა
უკურკო ალუბალი
800 გ
გარგრის მურაბა
კრემი
ნაღები 35 %
500 გ
შაქრის პუდრი
მინანქარი
შოკოლადი
გავცრათ ფქვილი და სოდა, დავახეხოთ ცივი კარაქი ან მარგარინი.
ავურიოთ ხელით, მივიღებთ ფხვიერ, ქვიშისებურ მასას. დავამატოთ არაჟანი,
მოვზილოთ ცომი, დავყოთ 15 ნაწილად და შევინახოთ მაცივარში 2 საათით.
ცომის თითოეული ნაწილიგავაბრტყელოთ 20-25 სმ.სიგრძეზე და დაახლოებით 7-8 სმ.სიგანეზე, ფუნჯით გადაუსვათ გარგრის მურაბა, მოვაყაროთ ნიგოზის ნაწილი, ზემოდან დავალაგოთ ალუბლები. მოვუკრათ ცომს პირი, გამოგვივა მილისებური ფორმის ნაწარმი. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ცომიც.
დავალაგოთ ღუმელის საცხობ ტაფაზე ნაწილ-ნაწილ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერსარ მიიღებს.
მოვამზადოთ კრემი:
ავთქვიფოთ ნაღები სანამ სქელ, ნაზ კრემს არ მივიღებთ. შაქრის პუდრა გემოვნებით დავამატოთ.
ავაწყობთ ნამცხვარი პირამიდისებურად:
ჯერ 5 ცალი მილი დავდოთ და წავუსვათ კრემი, მერე 4 ცალი, ისევ კრემი და ასე ბოლომდე.
გავაჩეროთ 1 ღამე მაცივარში. ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ გამდნარი შოკოლადი
0