სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - ერთი მოკლული, ერთი მძიმედ დაჭრილი სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - ერთი მოკლული, ერთი მძიმედ დაჭრილი />


  14:26:35     02-04-2014

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - ერთი მოკლული, ერთი მძიმედ დაჭრილი

a28869.jpg

თანასოფლელებს შორის დაწყებული ქეიფი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში სისხლიანი გარჩევით დასრულდა. „პრესა.ჯი“-ს ზუგდდიდან აცნობეს, რომ ახალსოფლის მკვიდრმა საკუთარი მეზობლებს დანით  ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილებთანან ერთ-ერთი, დიეგო ყუფუნია გამთენიისას ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ღუბელაძე კი მრავლობითი ჭრილობებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. თანასოფლელთა თქმით, მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანილია ილია მესხია.

ახალსოფელში აცხადენენ, რომ ინცინდენტს წინ ხმაური უძღოდა. ინცინდენტში მონაწილე პირები კი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„პრესა.ჯი“ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მომხდარი ფაქტის შესახებ შს სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყებაში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი დაადასტურეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ: „შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ილია მ. მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დიეგო ყ. გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ზვიად ღ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დიეგო ყ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა, ხოლო ზვიად ღ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).

0

ავტორი: