აშშ-ის სადაზვერვო კომიტეტი: პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში შეჭრაზე ფიქრობდეს აშშ-ის სადაზვერვო კომიტეტი: პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში შეჭრაზე ფიქრობდეს />


  15:39:07     01-04-2014

აშშ-ის სადაზვერვო კომიტეტი: პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში შეჭრაზე ფიქრობდეს

a28854.jpg

არის თუ არა, მოსალოდნელი რუსეთის მორიგი აგრესია, საქართველოს მიმართ?  ამერიკული დაზვერვა შემაშფოთებენ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლება კი ჯერჯერობით ღია განცხადებებს არ აკეთებს.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ როჯერსის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისკენ რუსეთმა სამხედრო ძალების გადაადგილება დაიწყო.

მაგალითად. როჯერსის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან განთავსებული ათობით ათასი რუსი სამხედროს გარდა, რუსეთი შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, თუმცა, კრემლს ამის მიზეზი არ აქვს.

როჯერსის ინფორმაციით, "რუსეთის შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთისაკენ მიემართებიან". კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე  არ გამორიცხავს, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად შეჭრაზე ფიქრობდეს, რათა პირდაპირი კავშირი შექმნას ამ მიმართულებით ირანსა და რუსეთს შორის. 

"ამის მიზეზი არ არსებობს, რადგან საქართველოს არმია არავითარ საფრთხეს არ ქმნის. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია", - თქვა როჯერსმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. როჯერსი დასძენს რომ პუტინი მხოლოდ უკრაინით, კერძოდ კი ყირიმით არ დაკმაყოფილდება.

ამ მომენტისთის, როჯერსის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ საქართველოს ხელისუფლებაში. დუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უცნობია კრემლის ოფიციალური პოზიციაც.

იხილეთ ორიგინალი

0

ავტორი: