IRI: გამოკითხულთა 61 პროცენტის აზრით, ნატომ საქართველოს  MAP-ი უნდა მიანიჭოს IRI: გამოკითხულთა 61 პროცენტის აზრით, ნატომ საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს />


  14:09:34     01-04-2014

IRI: გამოკითხულთა 61 პროცენტის აზრით, ნატომ საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს

a28850.gif

უახლესი კვლევის მიხედვით, ნატოს მომხრეთა რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, IRI-ის რესპონდენტთა 61%-ის აზრით, ნატო-ს მომავალ სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს MAP-ი უნდა მიანიჭოს. შესაბამის კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 31%-ს , ხოლო 8%-ი უახლოეს სამიტზე ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგია.

ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 58%-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა კვლევის შედეგებთან შედარებით შემცირებულია, რადგან გასული წლის მაისის კვლევის მაჩვენებელი 61%-ი იყო. 

IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

0

ავტორი: