00:45:20     01-04-2014
რომელ კერძს რომელი სანელებელი უხდება?
სანელებლები კერძებს განუმეორებელ, დასამახსოვრებელ გემოსა და არომატს
სძენს. გთავაზობთ ჩამონათვალს, რას უხდება და რომელ კერძში გამოვიყენოთ
ესა თუ ის სანლებელი.
ანისი
უხდება ხბოს ხორცის კერძებს, ხილის სალათებს, კექსებს, ციტრუსების კომპოტს, ფხვიერ ნამცხვრებს, სასმელებს.
ბაზილიკი
რეჰანის
ერთერთი სახეობაა და ნაზი არომატით ხასითდება. ხშირად ერევათ შაშკვლავში,
რომელიც უფრო მძაფრია. უხდება უამრავ კერძსა თუ დესერტს: ხორცს, პომიდვრიან
კერძებს, მაკარონს, ომლეტს, ხილის და ბოსტნეულის სალათებს. ამატებენ
ნაყინებს და სხვადასხვა ლიმონათებს.
თეთრი პილპილი, დაფქული ან მარცვლები
უხდება მოხარშულ ან ჩაშუშულ ხორცს, სუნელებიან მარინადში ჩადებულ ქაშაყს, სუპებს, ქათამს, ხორცის, ბოსტნეულის ან თევზის ღვეზელებს.
მიხაკი
ძალიან
უხდება სისხლისგან დამზადებულ კერძებს, მაგალითად კუპატს, ასევე ღუმელში
შემწვარ ხორცს. ამატებენ თევზის მარინადში, სასმელებში, კექსებში,
კულიჩებში, თაფლაკვერებში, ძმრიან კონსერვებში.
ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი)
ძალიან უხდება ნანადირევს, ცხიმიან ხორციან კერძებს, მოხარშულ თევზეულს, თევზის მარინადებს და სუპებს, თაფლაკვერებს, ბულიონებს.
მწვანე ხახვი
შესანიშნავია ბოსტნეულის, თევზის, ხორცის წვნიანებში, უხდება პამიდვრიან კერძებს, ბოსტნეულის, თევზის, კვერცხის სალათებს.
ჯანჯაფილი
საოცრად
პიკანტურ გემოს ჰმატებს ღორის ხორცს, კატლეტებს, შემწვარ ქათამს. მის
გარეშე წარმოუდგენელია ჩინური და ზოგადად აღმოსავლური, აზიური სამზარეულო.
არაჩვეულებრივია კექსებსა და ხრაშუნა ნამცხვრებში, უხდება ლიმონათებს,
ჩაის.
კარდამონი (ილი)
ყველაზე ძვირადღირებული
სანელებელია. ახალდაფქულს არაჩვეულებრივი, თავბრუდამხვევი არომატი აქვს.
ძალიან უხდება კექსებს, ხილის ღვეზელებს, ამატებენ ყავაში, ვაშლიან
დესერტებში, ვანილის ნაყინში.
კარი
სხვადასხვა
სუნელების ნაკრები გახლავთ. ყვითელ ფერს მასში შემავალი კურკუმა ანიჭებს.
ძალიან უხდება ბრინჯის, ქათმის, ღორის ხორცის კერძებს.
დარიჩინი
ერთნაირად
უხდება როგორც დესერტებს, ისე ხორციან კერძებს. შესანიშნავია ვაშლიან,
ქლიავიან, ქიშმიშიან ღვეზელებში, ბრინჯის ფაფაში, ფუნთუშებსა და კექსებში.
ამატებენ ჩაისა და ყავაში, შოკოლადის სასმელებში, ღორის ხორცის კერძებში.
დაფნა
შესანიშნავ არომატს აძლევს ბულიონებს, ქათმის, თევზის, ხორცის კერძებს, მარინადებს, კონსერვებს.უხდება მოშუშულ ბოსტნეულს.
პიტნა
მთავარი
სანელებელია ცხვრისა და ბატკნის ხორცის კერძებთან. უხდება კატლეტებს,
ხილის სალათებს, სასმელებს, შოკოლადის დესერტებს, ლიმონათებს, კოქტეილებს.
მუსკატის კაკალი (ჯავზი)
ძალიან უხდება ნაღებიან ან რძიან სოუსებს, ბეშამელის სოუსს, კექსებს, ხრაშუნა ნამცხვრებს, ხორცეულს, სტაფილოან კერძებს.
პაპრიკა
უხდება
ხორცეულს, ქათამს, განსაკუთრებით გრილზე შემწვარს. მის გარეშე არ
მზადდება გულიაში, ამატებენ გამომცხვარ კარტოფილს, წვნიანებს, მოშუშულ
ბოსტნეულს.
პროვანსული სუნელები
ძალიან უხდება ფრანგულ რატატუის და მოთუშული ან შემწვარი ბოსტნეულის სხვა კერძებს. ამატებენ გრილზე შემწვარ ხორცს, ქათამს და თევზს.
სუნელებიანი მარილი
მაგალითად, სვანური მარილი, ძალიან უხდება ნებისმიერი სახის ხორცის კერძებს, ომლეტს, შემწვარ კარტოფილს.
როზმარინი
დაამატეთ ბატკნის, ღორის, ქათმის კერძებს შეწვის დროს. უხდება ღუმელში შემწვარ კარტოფილს, ტაფაზე შემწვარ ახალ კარტოფილს.
ჩილი წიწაკა
ტრადიციულად, მას ამატებენ ნებისმიერ ხორციან კერძს, ლობიოს კერძებს. უხდება შოკოლადის დესერტებს: ტრიუფელებს, ნამცხვრებს.
სალბი
უხდება ღორისა და ცხვრის, ბატის, იხვის კერძებს, თევზის წვნიანებს.
ტარხუნა
არაჩვეულებრივ
არომატს აძლევს ხორციან კერძებს - გაიხსენეთ ჩვენებური ჩაქაფული! უხდება
ქათმის კერძებსაც, ბოსტნეულის სუპებს, სასმელებს, ღვეზელებს.
0