00:43:55     01-04-2014
რა გავაკეთოთ ძველი პურისგან
ძველი პური გამოგადგებათ და გადაგდების ნაცვლად, მას უბრალოდ გადაამუშავებთ.
• გააკეთეთ ყიყლიყო: დაალბეთ პური ათქვეფილ კვერცხში და შებრაწეთ. თუ ტრადიციული ვერსიები უკვე მოგბეზრდათ, სცადეთ ტკბილი ყიყლიყო, ცოტა შაქრის დამატებით, ზემოდან კი ხილის სოუსი ან მურაბა მოასხით. არსებობს ყველიანი ყიყლიყოც, რომელიც ასევე ძალიან გემრიელი და ნოყიერია.
• მოამზადეთ საფანელი: დაფქვით გამომშრალი პური კომბაინში და გამოიყენეთ კატლეტების, შნიცელის, ტევზის ამოსავლებად. საფანელის პური შეგიძლიათ წინასწარ გახუხოთ კიდეც.
• მოამზადეთ კრუტონები: დაჭერით კუბებად, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ქონდარი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი და დაბრაწეთ ღუმელში. არაჩვეულებრივია ლუდთან, წვნიანებთან, სალათებში.
• დაამატეთ ფარშში: დაალბეთ და დაამატეთ ნებისმიერ ფარშში. გამოიყენეთ ქათმის ან ბოსტნეულის ფარშირებისას სხვა ინგრედიენტებთან ერთად.
• მოამზადეთ პურის პუდინგი: პურის ნაჭრები ჩაალაგეთ ღუმელის ტაფაში, მოასხით კვერცხის, რძის, ცოტა შაქრისა და ვანილის ნარევი, დაამატეთ ქიშმიში და გამოაცხეთ.
0