13:56:12     31-03-2014
ნინო გიორგობიანი: წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიება 125–ე მუხლით დაიწყო
![a28817.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a28817.jpg)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი „პრესა.ჯი“-თან ამბობს, რომ უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„დეპუტატის ცემის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების შედეგებთან შედეგებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით მედიას“ - განაცხადა გიორგობიანმა.
კითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება ან ჰყავს თუ არა შს სამინისტროს ეჭვმიტანილები, სამინისტრო ამ ეტაპზე არ პასუხობს.
„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა. შს სამინისტრომ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს 3:00 საათზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის ინფორმაციით , მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს.
წიკლაურის ცემის ფაქტზე დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ეს ფაქტი არის აღმაშფოთებელი.
პრემიერმა შესაბამის სტრუქტურებს ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის სასწრაფო გამოძიება დაავალა.
0