როგორ გამოვაცხოთ კარგი პასკა როგორ გამოვაცხოთ კარგი პასკა />


  02:04:50     31-03-2014

როგორ გამოვაცხოთ კარგი პასკა

a28796.jpg

პასკის ცომის ხარისხის საიდუმლო მასში შემავალი პროდუქტების ხარისხსა და სწორ ტექნოლოგიაშია. ამისთვის აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, ახალი კვერცხი, შაქარი, კარაქი, რძე და რაც მთავარია, კარგი საფუარი.

ტრადიციულად, მას უმატებენ ქიშმიშს, ცუკატებს, ილსა და ზაფრანას. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ ამ არომატული დანამატების გარეშეც შეიძლება პასკის გამოცხობა, მაგრამ ასე არ არის, ვინაიდან კულიჩის განსაკუთრებულ გემოს სწორედ ეს დანამატები განსაზღვრავს. სხვადასხვა არომატის შესაქმნელად ცომში უმატებენ მიხაკს, დარიჩინს, ვანილს და სხვა. სანელებლების გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა - რომელიმე კომპონენტის განსაკუთრებულმა მძაფრმა არომატმა არ უნდა დაჩრდილოს მეორე კომპონენტი.

დღესდღეობით ამ სააღდგომო ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მომზადების ტექნოლოგია ერთადერთია და ის რამდენიმე სტადიისგან შედგება:

1. ცომის ხაშის მომზადება;
2. თხევადი ცომის მომზადება;
3. კვერცხისა და რძის მასის მომზადება;
4. ცომის მოზელა;
5. ცომის მეორედ გადაზელა;
6. ცომის საბოლოოდ მოზელა და გამოცხობა.

ყოველი ეტაპი იმით განსხვავდება, რომ თითოეულ მათგანში ცომს ვუმატებთ ახალ კომპონენტს. ამ ფორმით პასკის ცომი რამდენჯერმე უნდა აფუვდეს, რაც მოითხოვს დიდ დროს და ტექნოლოგიურ თავისებურებებთან ერთად განსაზღვრავს მისი მომზადების სირთულეს. პასკის ცომის მომზადების აუცილებელი პირობა ისიცაა, რომ დიდხანს უნდა ვზილოთ, დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე უკეთ ცომი ფუვდება +25 გრადუსზე. ცხობის დრო დამოკიდებულია გამოსაცხობი ფორმის ზომასა და ცომის რაოდენობაზე.
სწორად მომზადებული პასკა არ უნდა გაფუჭდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.
0

ავტორი: