02:02:45     31-03-2014
შოკოლადისა და ნაყინის ტორტი
ინგრედიენტები:
ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი
120 გ
შოკოლადი
200 გ
ფსტა ან ნიგოზი
100 გ
კარაქი
100 გ
რძე
1 ჭიქა
შაქრის პუდრა
2 ს.კ
ნაყინი
1 კგ
შოკოლადი, რძე და კარაქი მოვათავსოთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ.
პერიოდულად ვურიოთ. როცა ერთიანი მასა გახდება გადმოვიღოთ და დავამატოთ
დატეხილი ნამცხვარი და დაჭრილი ფსტა (ან ნიგოზი).
24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი და შოკოლადის მასა გადავიტანოთ. შევდგათ საყინულეში 20 წუთით.
გამოვიღოთ და დავადოთ ნაყინი, მოვასწოროთ და შევაბრუნოთ საყინულეში.
0