ქათმის სალათა სოკოთი ქათმის სალათა სოკოთი />


  11:57:45     11-02-2011

ქათმის სალათა სოკოთი

a3536.jpg

მასალა: მოხარშული ქათმის მკერდი – 1 ცალი, ახალი შამპინიონი – 400 გრამი, მწვანე ბარდა – 1 ქილა, მწვანე ხახვი – ერთი კონა, მწვანილი – 1 კონა, მცენარეული ზეთი, მაიონეზი, მარილი, პილპილი

 

სოკო დავჭრათ და შევწვათ ზეთში, მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი. მოხარშული ქათმის მკერდი დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად და დავუმატოთ სოკოს, ავურიოთ ერთმანეთში. ხახვი და მწვანილი დავჭრათ, დავამატოთ ხორცს და სოკოს, ბარდასთან ერთად. ამ ყველაფერს მოვასხათ მაიონეზი და შემდეგ გავაფორმოთ ცოცხალი ოხრახუშით.
0

ავტორი: