ბროკოლის ბრაწულა ფრანგულად ბროკოლის ბრაწულა ფრანგულად />


  00:41:13     28-03-2014

ბროკოლის ბრაწულა ფრანგულად

a28763.jpg

Gratin de Brocoli ფრანგული სამზარეულოდან:

ინგრეტიენტები:
500 გრ. ბროკოლი
200 გრ. გახეხილი ყველი “emmental” (შეიძლება ჰოლანდიური ყველის გამოყენებაც)
3 კვერცხი
1 თავი ხახვი
20 გრ კარაქი
ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი: კარგად გარეცხილი ბროკოლი დავაქუცმაცოთ საშუალო ზომის ნაჭრებად და ვადუღოთ წყალში 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადავწუროთ საწურზე და მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ყალიბში; მოვაყაროთ ზეითუნის ზეთში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი (მე უხახვოდ მიყვარს), მოვაწყოთ დაჭრილი კარაქი, დაახლოებით 20 გრამი (კარაქი შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ, ვისაც ქოლესტერინის გეშინიათ). მოვასხათ 3 გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში (180ºC) გავაჩეროთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში (ყველის შებრაწვამდე).

გემრიელად მიირთვით!

0

ავტორი: