11:52:56     11-02-2011
ცხვრის ხორცი კომბოსტოთი
მასალა: ცხვრის ხორცი – 600 გრამი, კომბოსტო – 0,5 (პატარა თავი), სტაფილო – 1 ცალი, ბულგარული წიწაკა (მწვანე და წითელი) – თითო-თითო ცალი, მწარე წითელი წიწაკა – 1 ცალი, ცხიმი, მარილი, პილპილი, მწვანილი
ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, შევწვათ ცხიმში, დაუმატოთ მარილი და პილპილი. სტაფილო დავჭრათ წვრილად, ან გავხეხოთ. კომბოსტო დავაქუცმაცოთ, წინასწარ ჯერ დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 15 წუთის განმავლობაში, წყალი შემდეგ გადავაქციოთ. კომბოსტო მოვხრაკოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ სტაფილო და კიდევ 10-15 წუთი ვხრაკოთ. ბულგარული წიწაკა დავჭრათ მსხვილად, მწარე წიწაკა – პატარა კუბიკებად. დავუმატოთ კომბოსტოს და მოვშუშოთ. როდესაც ბოსტნეული მზად იქნება, დავუმატოთ ხორცს და ყველაფერი ერთად ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. შეგვიძლია დავამატოთ მწვანილი. კერძი გავაფორმოთ ცოცხალი მწვანილით.
0