06:21:40     27-03-2014
ნაყინის ქრამბლი
კრამბლი ბრიტანული წარმოშობის კერძია, რომლის როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი ვარიანტი არსებობს. კრამბლი ფხვიერი და დაქუცმაცებული ცომისგან მზადდება. სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდება crumble, რაც დაქუცმაცებას, დაფხვნას ნიშნავს.
ინგრედიენტები:
ნაყინი "პლომბირი კარამელით" (პალომა)
2 ქილა
კარაქი
250 გ
შაქარი
200 გ
შვრია
50 გ
ფქვილი
250 გ
არაქისი
125 გ
მოხარშული შესქელებული რძე
2 ქილა
საჭირო ჭურჭელი
საჭრელი დაფა
დანა
3 თასი
თუნუქის ფურცელი
ღრმა მართკუთხა ჭურჭელი
კულინარიული პარკი
საცხობი ქაღალდი
1. მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები.
2. მიწის თხილი მოხალეთ და დაჭერით. მიწის თხილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი, ნუში ან თხილი.
3. ცომი: ფქვილი, შაქარი და შვრიის ფანტელი მოათავსეთ თასში და კარგად აურიეთ. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და დაჭრილი მიწის თხილი.
4. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გადაიტანეთ ცომის მასა და ხელით თანაბრად გაასწორეთ. 15 წუთით შედგით 180° `C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
5. გამომცხვარი ცომი გამოიღეთ ღუმელიდან, ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ კარგად გაგრილდეს და შემდეგ დაფხვენით.
6. მართკუთხედ, ღრმა ჭურჭელს გადააფარეთ კულინარიული პარკი (პარკი იმ ზომის აიღეთ, რომ შემდეგ ზემოდან ბოლომდე გადაეფაროს დესერტს) და მოაყარეთ ფხვიერი ცომის ნახევარი.
7. ზემოდან მოასხით მოხარშული შესქელებული რძის 2/3 ნაწილი.
8. შემდეგ ფენად ზემოდან წაუსვით ოდნავ დარბილებული ნაყინი და ცოტა ხნით შედგით მაცივარში, რომ გაგიადვილდეთ მესამე ფენის წასმა.
9. დარჩენილი შესქელებული რძე და ფხვიერი ცომი შეურიეთ ერთმანეთში და გადაანაწილეთ ნაყინის ფენაზე. მჭიდროდ გადააკარით კულინარიული პარკი და შედგით საყინულეში 4-5 საათი.
10. დასასრული: ნაყინის კრამბლი შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ პატარა ზომის თასებში, ულუფებად.
კრამბლი გამოიღეთ საყინულიდან, გადმოაპირქვავეთ თეფშზე, მოაცალეთ კულინარიული პარკი და დაჭერით.
0