01:11:18     26-03-2014
წითელი ხახვისა და პამიდვრის სალსა

ინგრედიენტები:
წითელი ხახვი
2 პატარა თავი
3 ლაიმის ან 2 ლიმონის წვენი
პამიდორი
3
ზეითუნის ზეთი
1 ს.კ
მარილი
1 ს.კ
ქინძი
1/2 ს.კ
ხახვი შუაზე გავჭრათ, შემდეგ კი ძალიან თხლად დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 10 წუთი.
შემდეგ თბილი წყალი დავასხათ, კიდევ 10 წუთის შემდეგ კი გადავწუროთ და გავრეცხოთ.
ხახვს დავასხათ ლიმონის/ლაიმის წვენი და ზეთი. შევდგათ 30 წუთი მაცივარში.
ამასობაში პამიდორიც დავჭრათ, ხახვის მსგავსად, ჯერ შუაზე, შემდეგ კი ძალიან თხელ ნაჭრებად. დავამატოთ ხახვიან ჯამში. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი , ამოვურიოთ, დავამატოთ მარილი, თუ საჭიროდ მივვიჩნევთ და გემრიელად მივირთვათ.
ასეთი სალსა ნებისმიერ კერძს შეგვიძლია დავურთოთ გარნირად, განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს.
0